ხშირად დასმული კითხვები
აქ ნახავთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გვესმის ბავშვთა უფლებებზე. თუ ვერ იპოვეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, დაგვიკავშირდით!
რა არის ბავშვთა უფლებების კონვენცია?
ბავშვთა უფლებების კონვენცია არის შეთანხმება, რომელიც იცავს ბავშვებს და ამბობს, რა უფლებები აქვთ მათ. მაგალითად: სწავლის, დაცვის, ჯანმრთელობისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.
ვის შემიძლია მივმართო, თუ ჩემი უფლებები ირღვევა?
თუ შენი უფლებები ირღვევა, ესაუბრე სანდო უფროსს — მშობელს, მასწავლებელს ან სხვა ადამიანს, ვისაც ენდობი. თუ საფრთხეში ხარ და დაუყოვნებლივ გჭირდება დახმარება, დარეკე 112-ზე. ასევე შეგიძლია მიმართო სახალხო დამცველს (1481), სადაც მოგისმენენ და დაგეხმარებიან. მთავარია, არ გაჩუმდე და აუცილებლად სთხოვე დახმარება ვინმეს, ვისაც ენდობი.
ყველა ბავშვს აქვს თანაბარი უფლებები?
კი, ყველა ბავშვს აქვს თანაბარი უფლებები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის, სად ცხოვრობს ან როგორი ოჯახიდან მოდის. ყველა ბავშვი იმსახურებს დაცვას, ზრუნვას და პატივისცემას.
რა უნდა გავაკეთო, თუ ვხედავ, რომ სხვა ბავშვის უფლებები ირღვევა?
თუ ხედავ, რომ სხვა ბავშვის უფლებები ირღვევა, არ უნდა გაჩუმდე. უთხარი სანდო უფროსს — მშობელს, მასწავლებელს ან სხვა ადამიანს, ვისაც ენდობი, რათა ბავშვს დახმარება გაუწიონ.